covid-19
ინფიცირების 777 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 777 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 287 183-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 426-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62,
იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17,
სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873,
საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი,
285 ადამიანი მოთავსებულია 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 140 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879
ადამიანი.
გააზიარეთ :