covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 761 ადამიანი დაინფიცირდა და 537 გამოჯანმრთელდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 761 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 286 406-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 276 084-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 67,
იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23,
სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447,
საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 346 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი,.
314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 088 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 090 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270
ადამიანი.
გააზიარეთ :