covid-19
ბოლო 24 საათში კორონავირუსით11 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 284 061-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა - 16,
იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189,
საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 364 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი,
218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 095 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 4 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 24 003 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688
ადამიანი.
გააზიარეთ :