რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 ბორჯომშია დაფიქსირებული
გასული დღე-ღამის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
აქედან:
2 ბორჯომში.
1 ახალციხეში.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი
მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 8 პაციენტი
მკურნალობს, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი13 პირი,
კვლევაში რჩება 70 ნიმუში. თვითიზოლაციაში იმყოფება 121 პირი:
ახალციხე - 83
ახალქალაქი - 4
ბორჯომის - 34
გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ბოლო 24 საათში, რეგიონში გარდაცვალების
ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში
კორონავირუსის 4 744 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 690
გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.