covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 616 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 58,
ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790,
საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, 261 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 905 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165
ადამიანი.
გააზიარეთ :