ბოლო 24 საათში ბორჯომში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
აქედან:
2 ბორჯომში.
1 ახალციხეში,
1 ახალქალაქში,
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი
მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი
მკურნალობს, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 36 პირი,
კვლევაში რჩება 136 ნიმუში. თვითიზოლაციაში იმყოფება 112 პირი:
ახალციხე - 90
ახალქალაქი - 4
ბორჯომის - 18
გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. ბოლო 24 საათში, რეგიონში გარდაცვალების
ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში
კორონავირუსის 4 738 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 680
გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 გარდაიცვალა.