covid-19
ქვეყანაში ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან - 3 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 280 301-ს.
24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 219-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27,
იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 39, გურია - 21,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5,
სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305,
საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 316, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, 203
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 497 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 27 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 858 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 579
ადამიანი.
გააზიარეთ :