ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 სამცხე-ჯავახეთშია
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
419 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 279 446-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 307 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 585-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26,
იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13,
სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097,
საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 304 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი,
192 ადამიანი მოთავსებულია 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 25 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 838 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7
128 ადამიანი.