Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 279 027-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 278-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22,
იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4,
სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991,
საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 302 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი,
195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 281 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 829 პირი.