covid-19
ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ყოფილა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 278 628-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 254 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 922-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 722 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29,
იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1,
სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958,
საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 303 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი,
180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 315 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 23 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 820 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6
632 ადამიანი,
გააზიარეთ :