Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 528 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 278 178-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 299 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 668-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 714 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა - 42,
იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 20, გურია - 19,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 13,
სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770,
საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
იმყოფება 80 პირი, 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,
2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 22 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 794 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660
ადამიანი.