covid-19
საქართველოშო ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 369 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 276 436-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 378 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 269 384-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 674 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი -
67, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 26, გურია - 9, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 3,
სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352,
საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 266 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი,
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 786 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 689 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი.
გააზიარეთ :