covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 067-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 006-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 665 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 199 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 268 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 16 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 677 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 339 ადამიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.