ბორჯომში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
აქედან თითო-თითო
ინფიცირებული ბორჯომში, ადიგენში და ასპინძასშია
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 14 პირი, მიმდინარეობს
85 ნიმუშის მოკვლევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პირი
და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 637-ს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 30 პირი:
ბორჯომის - 10
ადიგენი - 1
ასპინძა - 7
ახალციხე - 7
ახალქალაქი - 5
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4
717-მდე გაიზარდა.