კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო
ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495,
საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, 998 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 568 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438
ადამიანი,