კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა საქართველოში
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა
ტესტით,
მათ შორის 3 613 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 4 210 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 998-ს.
7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %,
ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.54 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 886-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 591 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495,
საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 163, იმერეთში - 275. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში
- 26, იმერეთში - 84.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47,
აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 -
იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 19.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 560 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 245 პირი, აჭარაში - 505, იმერეთში -
738.