კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 272 851-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 349 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 693-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 576 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27,
ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი -
1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556,
საიდანაც: 1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 267 პირი, - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78
პირი, 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 013 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 6 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 23 554 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 719
ადამიანი,