საქართველოში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამცხე- ჯავახეთში -4
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 355 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 272 617-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 344-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17,
იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680,
საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174
ადამიანი,