ბორჯომში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში,
სამცხე-ჯავახეთში, ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა 1 ბორჯომში და 1
ადიგენში გამოვლინდა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი
მიქელაძის განცხადებით, კოვიდკლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს,
თვითიზოლაციაში იმყოფება 49 პირი.
* ბორჯომში - 31,
*ახალციხეში -1,
* ახალქალაქში - 3,
* ადიგენში - 10,
* ასპინძაში -4,
* ნინოწმინდაში - 0.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი და სულ
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 619 გახდა.
რეგიონში ვირუსით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი