საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად,
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 373
ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 270 510-ს.
24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 589-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3
499 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური
შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს
საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი,
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან
- 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე
სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში
იმყოფება 7 304 ადამიანი.