ბორჯომში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა - 26 თებერვალი
გასული დღე-ღამის განმავლობაში
რეგიონში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა ახალქალაქში
დაფიქსირდა:
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი
მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკაში 12 პაციენტი
მკურნალობს, ხოლო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ორი პირია
გამოვლენილი. კველვაშია დარჩენილი 123 ნიმუში.
თვითიზოლაციაში იმყოფება 94 პირი:
ბორჯომში - 68
ადიგენში - 6
ასპინძაში - 4
ახალციხეში - 12
ახალქალაქში - 4
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში განმავლობაში გარდაცვალების და
გამოჯანმრთელების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 4 687 შემთხვევაა
დაფიქსირებული, მათგან 4 610 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47
გარდაიცვალა.