კორონავირუსით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა საქართველოში
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ
შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.25%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 263 727-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 572,
საიდანაც: 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 729, აჭარაში - 157, იმერეთში - 309. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 289 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში
- 37, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პირი,
მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 180 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 69 -
აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 302 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 89.