სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა, ბორჯომში ინფიცირების 4 ახალი შემთხვევაა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა 4 617-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის
განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა,
აქედან:
4 ბორჯომი,
1 ასპინძა,
5 ახალციხე,
ბოლო 24 საათში ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული
პაციენტი 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი
და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 472 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 280 პირი:
ადიგენი - 195
ასპინძა - 9
ახალციხე - 13
ახალქალაქი -4
ბორჯომის - 68
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 49 პაციენტი.