კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილემ,
ბერდია სიჭინავამ, მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა
ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.23%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 10
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321
პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 113,
ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო
სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787,
საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში
- 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129
პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380”, -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.