ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა
გამოვლინდა
-ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის
მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა
ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR
ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298
პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554,
საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში
- 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134
პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408“,
-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.