მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 124.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო
მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია 124.5 მილიონზე მეტ ადამიანს
ჩაუტარდა.
მათ შორის, აშშ-ში 38.4 მილიონზე
მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 11.7%-ს შეადგენს. აშშ-ს,
ჩინეთი მოყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც
მოსახლეობის 2.23%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში
ვაქცინაცია, 15.9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ
3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის
ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.3 მილიონი ადამიანი
აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 59.4%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ
საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც
შესაბამისად, მოსახლეობის 37.2% და 17.1%-ს ვაქცინაცია უკვე
ჩაუტარდა.