ბორჯომში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში,
სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე
ნაწილდება:
1 ბორჯომი,
2 ადიგენი,
1 ასპინძა,
1 ახალციხე,
1 ნინოწმინდა,
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 28 პირი, მიმდინარეობს
მოკვლევა. კვლევაში რჩება 149 ნიმუში. კოვიდ კლინიკაში მოთავსებულია
69 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 335 პირი, აქედან:
ადიგენი - 200 პირი;
ასპინძა - 19 პირი;
ახალციხე - 35 პირი;
ახალქალაქი - 14 პირი;
ბორჯომი - 67 პირი;
სამცხე-ჯავახეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირდა 4567
ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებული 4330 პირი.