საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18
ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 538 ახალი
შემთხვევა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 16 808 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 645 PCR ტესტით.
კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
2,287. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 მოქალაქე.