მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო
მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია
82.5 მილიონზე მეტ ადამიანს
ჩაუტარდა.
აშშ-ში 25.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.81%-ს
შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც
მოსახლეობის 1.64%-ს შეადგენს.
ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 10.1 მილიონ ადამიანს
ჩაუტარდა.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს,
სადაც უკვე 4.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის
47%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ
საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც
შესაბამისად, მოსახლეობის 25 და 11%-ს ვაქცინაცია უკვე
ჩაუტარდათ.