საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 43% 70 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტები იყვნენ
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წლიური ანგარიშის
თანახმად, საქართველოში Covid-19-ით
გარდაცვლილთა 43%-ს 70 წელზე ნაკლები
ასაკის პაციენტები შეადგენდნენ.
NCDC-ის ანგარიშის ერთი წელი Covid-19-თან ერთად მიხედვით,
გარდაცვლილთა 30% 70-79 წლის, ხოლო 27% 79 წელზე მეტი ასაკის
პაციენტები იყვნენ.
NCDC-ის მე-5 ანგარიშის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის
სქესის მიხედვით 55,4%-ს კაცები, ხოლო 44,6%-ს ქალები
შეადგენდნენ.
მონაცემები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა ასახული.