100 მილიონი კოვიდინფიცირებული მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით
დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, -
მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 149 460 პაციენტი
გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს
გადააჭარბა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური
შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია
დადასტურებული,
მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს,
მესამეს - ბრაზილია,
მეოთხეს - რუსეთი,
მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.