ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1456 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 546 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 253 518-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1456 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 242 085-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 17
ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352,
საიდანაც, 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 697 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 837 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443
ადამიანი.