ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1892 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 998 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1892 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 240 629-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 297,
საიდანაც, 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 694 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786
ადამიანი.