კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 903 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 238 1737-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189,
საიდანაც, 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 733 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231
ადამიანი.