საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1179პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 238 101-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946,
საიდანაც, 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 735 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 535 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813
ადამიანი.