ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1794 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 469 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1794 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 236 922-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999,
საიდანაც, 3 567 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 745 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 466 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504
ადამიანი.