კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 110 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 247 915-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1643 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 234 636-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295,
საიდანაც, 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 795 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714
ადამიანი.