კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 4 287 PCR ტესტით.
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს
247 805-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853,
საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 758, აჭარაში - 309, იმერეთში - 701. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში
- 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231
პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 649
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 -
თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 294 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 918 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 799.