„ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე“-ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის
60%-ის აცრას გულისხმობს.
„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას
რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით
18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12
წლის ზემოთ.
კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა
გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ
ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე. მე ძალიან
მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს.
რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად
უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში.
როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა იმიტომ, რომ
ვაქცინაზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციის გარეშე,
ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და
ყველამ ეს კარგად უნდა გავითავისოთ“, - განაცხადა ამირან
გამყრელიძემ.