კორონავირუსით ინფიცირების 1177 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 940 PCR ტესტით.
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს
245 789-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.
გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674,
საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში
- 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238
პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29. 648
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 -
თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 714 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 102 პირი, აჭარაში - 2 264, იმერეთში - 2 756.