ბორჯომში კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან:
ადიგენში-1
ასპინძაში-2
ახალციხეში-9
ახალქალაქში-1
ნინოწმიდაში-0
ბორჯომი-13
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 51 პირი, მიმდინარეობს
მოკვლევა. 14 იანვრის მდგომარეობით, კვლევაში რჩება 64 ნიმუში.
ჯამში რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 235 გახდა.
გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი.
კოვიდ კლინიკებში 87 პაციენტი მკურნალობს, ერთი კი კოვიდ
სასტუმროში.
თვითიზოლაციაში იმყოფება 307 პირი, აქედან 38 ადიგენში, 37 ასპინძაში,
115 ახალციხეში, 16 ახალქალაქში, 99 ბორჯომში და 2 ნინოწმინდაში.