covid-19
პანდემიის მეორე წელი შესაძლოა პირველზე უფრო რთული იყოს-ჯანმო
ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვრცელდება თავად SARS-CoV-2, მით უფრო მეტია ახალი ვარიანტების წარმოქმნის შესაძლებლობა-აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები. ბოლო პერიოდში ახალი შტამები გამოავლინეს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ვირუსის ამ ახალი სახეობებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია რამდენიმე ათეულ ქვეყანაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაიკლ რაიანი ინფექციის გავრცელების დინამიკას და ახალ სახეობებს ასახელებს იმის ძირითად მიზეზებად, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა, პირველზე უფრო რთული იყოს. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ახალი პიკი, თითქმის 5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მაიკლ რაიანმა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ვითარებას პანდემიური შტორმი უწოდა, რასაც ხელს უწყობს წელიწადის ცივ დროს ადამიანების დახურულ შენობებში ყოფნა და ახალი შტამების გავრცელება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) დღეს გამართავს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას, რომელზეც განიხილავენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ახალი, უფრო გადამდები სახეობების გავრცელებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.