საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 239 229-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 225 335-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095,
საიდანაც, 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 837 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097
ადამიანი.