სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსი 16 პირს დადასტურდა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით
გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა,
* აჭარაში - 125,
* იმერეთში - 420,
* ქვემო ქართლში -142,
* შიდა ქართლში - 154,
* გურიაში -40,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 201,
* კახეთში - 185,
* მცხეთა-მთიანეთში -57,
* სამცხე-ჯავახეთში - 16,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 15.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4016–მდე
გაიზრდა.