ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 594 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1963 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი
ემსხვერპლა.