საქართველოში ვირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 417 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 220 442-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098,
საიდანაც, 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 897 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 161პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი.