კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 342 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 217 973-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181,
საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 912 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 142 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876
ადამიანი.