ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 990 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი
გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864,
საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 921 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732
ადამიანი.