ბორჯომში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 14
შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
ბორჯომშია ვირუსი აქ 5 პირს დაუდასტურდა,
გარდაიცვალა ორი პაციენტი -
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 79 წლის მამაკაცი და ახალციხის
მუნიციპალიტეტში 54 წლის ქალი.
ბოლო 24 საათში სამცხე–ჯავახეთში
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 27 პირი, გამოსაკვლევია
43 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
* ბორჯომი -5,
* ახალციხე - 4,
* ახალქალაქი - 0,
* ადიგენი - 2.
* ასპინძა - 2,
* ნინოწმინდა - 1.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 426 პირი.
* ბორჯომში - 114,
*ახალციხეში - 167,
* ახალქალაქში - ,50
* ადიგენში - 59,
* ასპინძაში - 33,
* ნინოწმინდაში - 3.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 112 პაციენტი და სულ
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 540 გახდა.