ბორჯომში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 8
შემთხვევა დაფიქსირდა, ბორჯომში გასული დღე-ღამის
განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა,
სამხარეო რწმუნებულის აპარატის
უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში
სამცხე–ჯავახეთში
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი, გამოსაკვლევია
3 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:
,
* ახალციხე - 4,
* ახალქალაქი -2,
* ადიგენი - 1.
* ასპინძა - 1,
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 486 პირი.
* ბორჯომში - 128,
*ახალციხეში - 175,
* ახალქალაქში - 72,
* ადიგენში - 66,
* ასპინძაში - 40,
* ნინოწმინდაში - 5.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 125 პაციენტი და სულ
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 093 გახდა.